არაერთი გრანპრისა და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების ბაჩი მიქელაძისა და ანრი კაკაბაძის სოლო საღამო გაიმართა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში.
რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა მსმენელს სპეციალური პროგრამა შესთავაზეს, რომლითაც ისინი 1 ივლისს უკვე თბილისში წარსდგებიან. შეასრულეს ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, შოპენისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. ღონისძიებას აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.