გრიბოედოვის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს

26 ივნისი 2021, 12:09 2667 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეიდან გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.

ახალი სქემის მიხედვით, იცვლება №3, №7ა და №9 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება.

ცვლილების მიხედვით, ზემოთხსენებულ სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები გორგილაძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით.

დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების ცვლილებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.batauto.ge.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი