გოგოლის ქუჩაზე ასფალტის საფარს აგებენ. მანამდე კი მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო საკომუნიკაციო ჭები და ბორდიურები. დაგეგმილია განათების სისტემისა და დეკორატიული ფილების მონტაჟიც.
პარალელურად, მიმდინარეობს გოგოლის ქუჩაზე არსებული ხიდისა და ე.წ. ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია. ვიდეო მასალა და ინფორმაცია ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.