ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ

23 ივნისი 2021, 15:31 969 ნახვა

ესპანეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. პარტია ''ლელოს'' ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების უდანაშაულობა უნდა დადგინდეს და ისინი ციხიდან გაათავისუფლონ. ამ საქმეში კი მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. მისივე თქმით, ოჯახს დაკავებულებთან ბოლო 20 დღის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონია.   ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის დედა აცხადებს, რომ მეზღვაურები თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა მოატყუეს და მათ გემზე არსებულ ტვირთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.   საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით,  დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში ჩართულია სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ისინი ქართველ მეზღვაურებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან. მათ სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ   და ამ ეტაპზე ესპანეთში   სასამართლო   პროცესი მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი