საქართველოსა და უკრაინის ერთ-ერთი საერთო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება - სალომე ზურაბიშვილი

23 ივნისი 2021, 14:50 805 ნახვა

საქართველოსა და უკრაინის ერთ-ერთი საერთო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება-ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბათუმის კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული.

"„ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ჩვენი ქვეყნებისთვის ერთადერთი სერიოზული პერსპექტივა და ჩვენ ორივემ ამ გზაზე უკვე მივაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის დაარსება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია, – ეს ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული შედეგები ამ გზაზე ჩვენი პროგრესის. დროა, შემდეგი ნაბიჯები ჩამოვაყალიბოთ და ამის საშუალებას მოგვცემს ბათუმის კონფერენცია, მით უმეტეს, თუ ეს იქნება იმ სამიტის ფორმატში, რომელზედაც ვეპატიჟებით ჩვენს ორ მეგობარს, უკრაინასა და მოლდოვას, რომლსაც დაესწრება ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა, შარლ მიშელის მეშვეობით"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას.

"მიმაჩნია, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები უნდა უფრთხილდებოდნენ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას. ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას, რომელიც დაფუძნებულია ორ პრინციპზე: ხალხთაშორის საუკუნოვან მეგობრობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი