ევროკავშირმა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, დაარღვია თუ არა „გუგლმა“ ევროკავშირის კონკურენციის წესები. აქცენტი გაკეთდება იმაზე, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის.