ხვიჩა კვარაცხელია იტალიური გამოცემის „ტუტოსპორტის“ „ოქროს ბიჭი 2021“-ის გამოკითხვაში მეორე ადგილზე დაწინაურდა. 20 წლის ქართველი ''ტუტოსპორტმა'' ევროპის 100 გამორჩეულ ფეხბურთელში დაასახელა.
გამოცემის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისთვის ხვიჩა 21,3 %-ით მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს 46 367-მა მომხმარებელმა მისცა ხმა.
პირველი ადგილი გამოკითხავში ისევ ''ბეშიქთაშის'' ახალგაზრდა თურქ ფეხბურთელს ერსინ დესტანოღლუს უჭირავს, რომლესაც ხმების 39,8% აქვს.
გულშემატკივართა გამოკითხვის პარალელურად საუკეთესო ხუთეულებს ცნობილი გამოცემები ევროპული გამოცემები ასახელებენ.
გულშემატკივრებს შეუძლია ხვიჩა კვარაცხელიას ხმა მისცენ ტუტოსპორტის ოფიციალურ გვერდზე არსებულ გამოკითხვაში.