თეთრმა სახლმა იმ ქვეყნების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ვაქცინებს ჯო ბაიდენის დონაციის გეგმის მიხედვით მიიღებენ - ნუსხაშია საქართველოც. გეგმის მიხედვით, დაახლოებით 41 მილიონ დოზას მიიღებს Covax პლატფორმა, 14 მილიონი კი "რეგიონალურ პრიორიტეტებსა და სხვა მიმღებებზე" განაწილდება.