„უფლებები საქართველო“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადებით, ისინი ითხოვენ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ირაკლი ბებუას საკითხის ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილვას.
ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მას შესაბამისი კვლევა აფხაზეთში არ ჩატარებია.
განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს დიპლომატიური და პოლიტიკური ზომები, რათა ბებუა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს. ირაკლი ბებუა უკვე რვა თვეა უკანონო პატიმრობაშია.