ენერგოეფექტურობის სტანდარტი ბაღებში

22 ივნისი 2021, 11:51 729 ნახვა

საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. განიხილეს პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის საწყის ეტაპზე არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროექტის შესაბამისად, ბაღების რეაბილიტაცია ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში განხორციელდება, რის დასრულების შემდეგაც ბათუმი ევროსტანდარტების შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღების მქონე პირველი ქალაქი იქნება საქართველოში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი