ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის წინ დაკავებული პირების პროცესი გადადო. გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამის გარდა სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად სხდომის გადადება მხარეებმაც მოითხოვეს. მოსამართლე ირმა ტოგონიძე პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის საქმეს ერთად განიხილავს. გადადებული სხდომები 23 და 25 ივნისს განახლდება. საქმეში ადვოკატის ჩართვის მიზნით სხდომის გადადება მოითხოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბონდო თედორაძემ, რომელიც ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლების ორგანიზებულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით სხვა პირებთან ერთად დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელების სამართლიანი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.