აჭარელი მოჭიდავეების მედლები ევროპის ჩემპიონატიდან

20 ივნისი 2021, 21:29 2051 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილი დაიკავა.

ოქროს მედალი 80 კგ. წონით კატეგორიაში აჩიკო ბოლქვაძემ მოიპოვა. ბოლქვაძემ ფინალურ დაპირისპირებაში დიდ უპირატესობით 9-0 მოლდოველ გუტუს აჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ორი ვერცხლის მედალი: ანრი ფუტკარაძემ (65 კგ) და თამაზ ღლონტმა (51 კგ) მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლები კი ანრი ხოზრევანიძემ (45 კგ), რატი ხოზრევანიძემ (60 კგ) და გორ აივაზიანმა (92 კგ) დაისაკუთრეს.

საქართველოს ჭაბუკთა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 10 წევრიდან 7 აჭარის საჭიდაო სკოლის წარმომადგენელია.

ჭაბუკებში, 2021 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ თვეში (19-25 ივლისს), ბუდაპეშტში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში