ბათუმის მუსიკალურ ცენტრში საოპერო დუეტების კონცერტი გაიმართა. დასის სოლისტები პოსტპანდემიურ პერიოდში მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგნენ. კოვიდ-რეგულაციების გამო, წელიწადზე მეტია საკონცერტო დარბაზში მაყურებლის დასწრება შეზღუდული იყო.
სოლისტებმა სხვადასხვა სპექტაკლიდან საოპერო არიები შეასრულეს, პროგრამაში იყო ახალი საკონცერტო ნომრებიც. დასის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, სოლისტები განახლებულ რეპერტუარზე მუშაობენ და ზაფხულის განმავლობაში პრემიერისთვის ემზადებიან.