ამ წუთებში ბობოყვათში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ბობოყვათის სანაპირო ზოლზე 28,5 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს.
აქციის მონაწილეებმა, ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტეს და მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამ დროისთვის აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია.