გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა დამსაქმებელმაც პირობები დაარღვია, მიმდინარე კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ - საელჩო

18 ივნისი 2021, 14:13 1566 ნახვა

საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.

„გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო წუხილს გამოთქვამს ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის. გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებში აღმოჩნდა, ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ. 

სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველები პრობლემებზე თავად საუბრობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი