საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, ყირგიზულმა AIR MANAS-მა მიიღო, რომელიც რეისებს ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაკომპანია ოპერირებას 18 ივლისიდან დაიწყებს. მას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა გუშინ მიენიჭა.