ბათუმში, ავტოავარიის შედეგად ოთხი ავტომობილი დაზიანდა

17 ივნისი 2021, 23:47 4548 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გზაჯვარედინზე ერთმანეთს მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი, იქვე მდგომ გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რასაც სულ ოთხი ავტომობილის დაზიანება მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში