ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის საჭიდაო დარბაზში, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ პირველად ჩატარდა საქართველოს პირადი პირველობა გოგონათა შორის.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონები მონაწილეობდნენ. ჩემპიონობისთვის 4 წონით კატეგორიაში სულ 38 გოგონა იბრძოდა.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდნენ:
- ანანო კინწურაშვილი, სენაკი - 40 კგ. წონით კატეგორია;
- ეთერ ვარშანიძე, აჭარა - 45 კგ.წონით კატეგორია;
- თამთა თებიძე, აჭარა - 50 კგ. წონით კატეგორია;
- თამარ გეწაძე, ზესტაფონი - 50+ კგ. წონით კატეგორია.
საქართველოს ქალთა პირველი პირადი ჩემპიონატის საპრიზო გასული სპორტსმენების სია კი შემდეგია:
- 40 კგ: ანანო კინწურაშვილი (სენაკი) ნინო ხარაიშვილი (ზესტაფონი) მარი მახარაძე (აჭარა)
- 45 კგ: ეთერ ვარშანიძე ( აჭარა) სალომე კირკიტაძე (აჭარა) ნინო ჩადუნელი (ზესტაფონი)
- 50 კგ: თამთა თებიძე (აჭარა) ნინი გუნცაძე (ზესტაფონი) ლილე ნაკაშიძე (აჭარა)
- +50 კგ: თამარ გეწაძე (ზესტაფონი) ნინო მამულია (სენაკი) ანანო ზოიძე (აჭარა)