გუმათში რკინის ჯებირები აიღეს. აქტივისტებს ნამოხვანში გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ. მათი თქმით, ხეობაში ხვალიდან შევლენ. რაც შეეხეება გრძელვადიან მოთხოვნებს, ისინი ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებას მოითხოვენ, რისთვისაც მედიაციის პროცესს გააგრძელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. კომპანია ენკას წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას.