ბათუმში ქალის ცხედარი იპოვეს

17 ივნისი 2021, 13:52 7738 ნახვა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ის დაახლოებით 40 წლის იყო. 

როგორც სახლის მეპატრონე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, ქალმა ბინა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა და მარტო ცხოვრობდა. მისივე თქმით, ის სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ქალის ცხედარი მეზობლებმა იპოვეს. 

''გლოვოს კურიერი მოვიდა, კარზე აკაკუნებდა და არავინ გაუღო. შემდეგ მეზობლებს მოგვმართა და ბინაში რომ შევედით გარდაცვლილი ვნახეთ'' - ამბობენ თვითმხილველები. 

შემთხვევის ადგილას  მუშაობენ სამართალდამცველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი