„სირცხვილიას“ მიმართვა მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით

17 ივნისი 2021, 10:02 596 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ,ციტატა: „სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლოს ამბიციურ რეფორმას.

დოკუმენტის თანახმად, უზენაეს სასამართლოში უნდა შეჩერდეს ყველა მიმდინარე დანიშვნა და დაიწყოს ახალი განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით. „სირცხვილია" მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შეასრულოს 19 აპრილის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

სამოქალაქო მოძრაობა მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა უპირველეს ყოვლისა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე გატარდეს ქმედითი ზომები სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, დაიწყოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური და მყისიერი ინფორმირება მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში