ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის შეფასება

15 ივნისი 2021, 14:17 896 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სამართლიანმა არჩევნებმა წინასაარჩვენო პირველადი კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  უკვე ფიქსირდება ხარვეზები, რომლებიც მათი თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია მუნიციპალიტეტებში. მესამე სექტორში ამბობენ, რომ გამოვლინდა რეგიონებში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევები.

კვლევის ავტორები ასევე საუბრობენ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე. მათივე ინფორმაციით, იკვეთება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და ამ კონტექსტში განაცხადეს, რომ მმართველმა პარტიამ დაიწყო  შეხვედრები და გააქტიურდა სხვადასხვა პროექტების განხორციელებაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში