მედიამონიტორინგი

15 ნოემბერი 2016, 00:00 2059 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების გაშუქება -  მონიტორინგს მედია საშუალებებზე 3 არასამთავრობიო ორგანიზაცია ახორციელებდა.  აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ეთერში ყველაზე მეტი  დრო კვლევის მიხედვით,ნაციონალური მოძრაობის გაშუქებას დაეთმო. მასალები გამოირჩეოდა პოლიტიკური  მრავალფეროვნებით. ასევე კვლევაში მოხვდა ტოქშოუ არჩევნები 2016, რომლის წამყვანიც კვლევის შედეგების მიხედვით იყო მიუკერძოებელი და სამართლიანად უთმობდა დროს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თუმცა გამოითქვა შენიშვნებიც. ქარტიის  კვლევის მიხედვით რადიო აჭარა გასულ პერიოდებთან შედარებით დაბალანსებულ სიუჟეტებს უთმობდა ეთერს, თუმცა  ჟურნალისტები მხოლოდ იმ ინფორმაციას აშუქებდნენ რაც მოვლენითი იყო. შემაჯამებელი დასკვნა 15 დეკენმბერს განმოქვეყნდება. დაკვირვების ქვეშ იყო 40- მდე მედია საშუალება. კვლევა, რომელიც  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა,  2016 წლის 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი