აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 ივნისი 2021, 10:57 777 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდი კიდევ 56 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 85 პაციენტი.

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში  260 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 68, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10 პირი.

595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში.

5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი