აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს იხსნება

15 ივნისი 2021, 10:19 1451 ნახვა

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად დღეს იხსნება. დღეს ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

ზღვის სანაპიროზე იქნება ფრანების შოუ, 12:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, ბულვარის წინ, სანაპირო ტერიტორიაზე. ფრანების ღონისძიებაზე აუშვებენ 50 სხვადასხვა ზომის ფრანს, მათ შორის გიგანტურ, სამოყვარულო და სპორტულ ფრანებს.

მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი