ბრძოლა საავტორო უფლებების დასაცავად

14 ივნისი 2021, 19:52 1225 ნახვა

ხელოვანები პარლამენტის კულტურის კომიტეტისაგან, საავტორო უფლებების დაცვასა და შესაბამისი კანონმდებლობის უზრუნველყოფას ითხოვენ. როგორც ამბობენ, კანონში არასწორი ჩანაწერების გამო ხშირად ჰონორარების განაწილების პრინციპი ირღვევა. ისინი 2019 წლამდე საავტორო უფლებათა ასოციაციაში იყვნენ   გაერთიანებულები.   დოკუმენტი, რომელსაც 400-მდე ხელოვანის ხელმოწერა აქვს, საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინა. კულტურის კომიტეტში აცხადებენ, რომ საკითხს სიღრმისეული განხილვები სჭირდება მისი ინიცირეკა კი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიებამდე ვერ მოხერხდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში