კოვაქსის პლატფორმით მიმდინარე თვეში საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს. ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით კი 3 მილიონ 200 დოზა ვაქცინას ელოდებიან. ეს არის სინოვაკი, სინოფარმი, ფაიზერი, ნოვავაქსი და ჯონსონ ენდ ჯონსონი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყოველდღიურად აჭარაში აცრისთვის შესაბამის პორტლზე, 800 ადამიანი რეგისტრირდება, თუმცა ნინო ნიჟარაძის აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ვაქცინის დოზები ქვეყანაში ჩამოვა ეს რიცხვი 2 500-მდე უნდა გაიზარდოს.