კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

14 ივნისი 2021, 11:53 798 ნახვა

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 49 წლის მამაკაცი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადიოდა მკურნალობას. 

ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, კლინიკაში ამ დროისთვის სამი ადამიანია მოთავსებული. ორს ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

საშუალო სიმძიმისაა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კრწანისის ქუჩაზე, 12 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში