საერთაშორისო სამატჩო შეჯიბრი კრივში

13 ივნისი 2021, 12:05 2161 ნახვა

უკრაინა, ესტონეთი, თურქეთი და საქართველო. ბათუმში კრივის საერთაშორისო სამატჩო შეხვედრა მოსწავლეებს, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის  გაიმართა. აიბას, იგივე სამოყვარულო კრივის  წესებით ერთმანეთს, როგორც გოგონები, ასევე, ვაჟები  დაუპირისპირდნენ. 

როგორც კრივის ფედერაციაში აცხადებენ, მსგავსი ამხანაგური შეხვედრები სპორტსმენებს დიდ გამოცდილებას სძენს და ამზადებს დიდი ჩემპიონატებისთვის. სპორტსმენებმა ტურნირამდე 2 კვირიანი მოსამზადებელი შეკრება ბათუმში გაიარეს, ზღვისპირა ქალაქი აღნიშნულ შეჯიბრებას  მეოთხე წელია მასპინძლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი