ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს - სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა ემუქრებოდა.
პროკურატურამ ბრალდებული უკვე დააკავა. საქმის მთავარი მოწმე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელია, პროკურატურამ უკვე ცნო დაზარალებულად. მას და მის ოჯახის წევრებს კი თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ცნობისთვის, ბავშვთა პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშთა სახლში შესაძლოა ბავშთა უფლებების დარღვევას ჰქონოდა ადგილი. დაწესებულებაში ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველს. თავშესაფრიდან 8 ივნისის მდგომარეობით უკვე გაყვანილია 25 აღსაზრდელი, ადგილზე კი რჩება 29.