სარფში რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორი მირზა კაკაბაძე ირწმუნება, რომ მიწის საკუთრებაში დაკანონებაზე ხელოვნური ბარიერები ექმნება.
როგორც ამბობს, ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ მიწა დაუკანონა, საჯარო რეესტრში დაიწყო რეგისტრაცია, თუმცა დოკუმენტი მალევე გაითხოვა. აქციის მონაწილეები ეჭვობენ, რომ გადაწყვეტილება კონკრეტულ პირებზეა მორგებული.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გახდა რიგი ტექნიკური დეტალების ხელახალი დაზუსტება - საკითხი განხილვის ეტაპზეა.