ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე, მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაციის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. წლის განმავლობაში ტერმინალი მილიონ 500 ათას ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.