საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრტის ოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს, კონფერენცია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა, რომელსაც ასევე ცენტრისგან მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, ღონისძიებაში დაავადებათა მიმართულების საერთაშორისო პარტნიორული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ , კონფერენციის მიზანია გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევის მიმართ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნა და უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებების მიმოხილვაა.