გოლეთიანი სამართალამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს

10 ივნისი 2021, 17:41 1117 ნახვა

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ სოფელ ტვიშში სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, კომპანია „ენკამ“ პოლიციის დახმარებით ხეობაში საწვავი შეიტანა, რაც კარავში მყოფმა აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ სატვირთო ავტომანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, რიონის ხეობისკენ დამაკავშირებელ გზაზე მათი აქტივისტების რაოდენობა გაიზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში