"სინოვაკის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო-ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის'' მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
"სინოვაკის" ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.
ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge