საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

10 ივნისი 2021, 10:50 1317 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 1 128 პაციენტი, გარდაიცვალა 14.

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 33 253 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 138, „პისიარ“ ტესტით – 14 115.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,75 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337 023 გამოჯანმრთელდა, 4 996 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 191 001 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 184. კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 594 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი