ბათუმში, მეხუთე სართულიდან ქალი სავარაუდოდ გადმოვარდა

09 ივნისი 2021, 22:25 9658 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ქალი, სავარაუდოდ გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

შემთხვევის ადგილას, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული მრავლობითი მოტეხილობით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თამარ მხატვარის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ქალს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, იმყოფება ტრამვული შოკის მდგომარეობაში. ამჟამად გადაყვანილია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - აცხადებს თამარ მხატვარი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში