ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

09 ივნისი 2021, 18:44 1171 ნახვა

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 საშეჯიბრო დღეს, ქართველი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ბრძოლას 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი აგრძელებს, რომელმაც ხუთი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა. ნახევარფინალამდე ტატომ კორეელი, შვედი, ბერძენი და ბელგიელი მეტოქეები დაამარცხა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს 23 წამში იპონით მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება. ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი