კრიზისის დროს, პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაშინ გუნდის ლიდერი იყო და პასუხისმგებლობა უნდა აეღო, გადადგა - პრემიერი გახარიაზე

09 ივნისი 2021, 15:14 1303 ნახვა

ამ განცხადებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, ჩვენ არჩევნებს გავალთ ძალიან ძლიერად, ყველამ იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ-ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს მიუხედავად იმისა, თუ რამდენ პროცენტს აიღებს არჩევნებზე.

მისივე განცხადებით, ისინი არჩევნებზე არა თუ 43%, არამედ 53% ელოდებიან. პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შესაბამისი შეფასება. 

"ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, რომლის მსოფლიო ანალოგი არ მოგვეპოვება. პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. მან განაცხადა, რომ მომატებული რისკი იყოო.

ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, მას თან ახლავს რისკები. მით უმეტეს, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ იქ შეიარაღებული დაპირისპირება არ იყო მოსალოდნელი, იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. კრიზისის დროს, პრემიერ-მინისტრი, რომელიც მაშინ გუნდის ლიდერი იყო და პასუხისმგებლობა უნდა აეღო, გადადგა.

ყველა ჩვენს ქმედებას ახლავს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი ჩვენს ქმედებებზე.

ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სრულყოფილი შეფასება, მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას და მე ამას ვერაფერს დავამატებ"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი