საპროტესტო გამოსვლები ახალ ზელანდიაში. ქვეყანაში 30 ათასამდე ექთანი ანაზღაურების გაზრდისა და უკეთესი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით გაიფიცა. დემონსტრანტები საავადმყოფოების გარეთ შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს. აქციის გამო სამედიცინო დაწესებულებაში გეგმიური ოპერაციები გადაიდო.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ექთნებს ხელფასების 17%-იანი ზრდის მოთხოვნას ვერ დაუკმაყოფილებს და ანაზღაურების 2%-მდე გაზრდას სთავაზობს.