ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით დაისჯება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ს
ააგენტოს ინფორმაციით, კრიმინალურ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ასევე ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება დეზინფორმაციის გავრცელება.
ცნობისთვის, ევროკავშირი 23 მაისს ბლოგერ რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის მთავრობისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს.