აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით

08 ივნისი 2021, 18:10 1595 ნახვა

მოქალაქეები ბათუმში ხასან ჰელიმიშის ქუჩის კეთილმოწყობას ითხოვენ. დღეს მათ აქცია გამართეს. ამბობენ, რომ თითქმის 1 წელია ქუჩაზე საკანალიზაციო მილები გამოიცვალა, ასფალტის საფარი კი ამ დრომდე არ დაგებულა.

აცხადებენ, რომ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა უშედეგოდ. მათ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ წერილობით უპასუხა. უწყების ინფორმაციით, უკვე დასრულდა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და გეგმის შესაბამისად, თვის ბოლომდე ასფალტის საფარიც დაიგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი