გერმანელი ექსპერტების დასკვნა

08 ივნისი 2021, 18:02 766 ნახვა

გერმანელი ექსპერტების დასკვნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, კერძოდ, AstraZeneca-სა და Pfizer-ის კომბინაცია დაავადებისგან უფრო ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. ზაარლანდის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევაში მონაწილეობა 250-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც სამ ჯგუფად დაყვეს.

პირველი ჯგუფი მხოლოდ AstraZeneca​-ით აცრეს, მეორე BioNTech/Pfizer ით, ხოლო მესამე ჯგუფმა ჯერ მიიღო AstraZeneca-ს ერთი დოზა, ხოლო შემდეგ BioNTech/Pfizer​.  კვლევებით ასევე დადგინდა, რომ BioNTech/Pfizer​-ის ორივე დოზა უფრო ეფექტურ დაცვას ქმნის, ვიდრე AstraZeneca-ს ორი დოზა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი