დემოკრატიაზე დარტყმა მიიტანეს-ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ინციდენტს, რა დროსაც ქვეყნის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საჯარო ღონისძიებაზე სილა გააწნეს.
ინციდენტის შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვიდეოზე ჩანს, როგორ მიდის სახელმწიფოს მეთაური შეკრებილ მოქალაქეებთან მისასალმებლად.
ამ დროს უცნობი კაცი პოლიტიკოსს სახეში არტყამს. თავდამსხმელი სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სწრაფად დააკავეს . ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი ადგილობრივ სასტუმროში გაემგზავრა.