ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პროტესტისა და მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის სასჯელს ამკაცრებს. შესწორებები სამ თვეში ამოქმედდება. პასუხისმგებლობა იზრდება ექსტრემიზმის, მასობრივი ღონისძიებების გამართვის წესების დარღვევისთვის. ცალკე პუნქტები ეხება ინტერნეტ-რესურსების მფლობელების მიერ აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას.
გაჩნდა ცალკე მუხლი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების შეგროვებისთვის. იზრდება სასჯელი მილიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის, სამართალდამცავებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის და ძალადობისთვის.