შვიდთვიანი ბოიკოტი დასრულდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დღეს საქართველოს პარლამენტში მივლენ. მათ შენობაში შესასვლელად ე.წ. სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწევთ, რადგანაც პარლამენთთან აქტივისტები აქციას მართავენ.
“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ერთადერთი პარტიაა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, თუმცა გეგმავს ყველა საკანონმდებლო ინიციატივასა და ცვლილებაზე აქტიურ მუშაობას, იმისთვის, როგორც განმარტავენ, “ქართულ ოცნებას” კომფორტი არ შეუქმნან.