სასამართლომ ნამახვანჰესის აქციაზე 27 მაისს დაკავებული აქტივისტები გაამართლა

08 ივნისი 2021, 10:50 678 ნახვა

სასამართლომ 27 მაისს გუმათჰესთან დაკავებული 8 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო. დაკავებულებს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ადვოკატის თქმით, სასამართლომ რვავე დაკავებულზე 173-ე მუხლის ნაწილში საქმისწარმოება შეწყვიტა, ხოლო რაც შეეხება 166-ე მუხლს, ისინი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახეები და მათ მხოლოდ შენიშვნა გამოუცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეგმავენ ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კიდევ ერთი კარავი, ამჯერად სოფელ ქვილიშორში გაშალეს. მათი თქმით, კომპანია ENKA რიონის ხეობაში შესვლას ამ გზითაც ცდილობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი