ინდოეთის ქალაქ პუნის გარეუბანში მდებარე ქიმიურ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს შენობაში 37 თანამშრომელი იმყოფებოდა და მაშველებს მათი გადარჩენის მიზნით შენობაში შესაღწევად კედლების ჩამონგრევა დასჭირდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ქარხანა კომპანია ეს-ვე აქუა ტექნოლოგს ეკუთვნოდა, სადაც ქლორის დიოქსიდის პროდუქტებს ამზადებენ, რომელიც, როგორც წესი, წყლის დასამუშავებლად გამოიყენება.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძირა და კომპენსაციის სახით თითოეულ ოჯახს 200 000 რუპიას (2 800 აშშ დოლარი) დაჰპირდა. მისივე თქმით, კომპენსაციას (დაახლოებით 690 აშშ დოლარის ოდენობით) მიიღებენ დაშავებულებიც.