ახალი სანომრე ნიშნის აღებისას, პარკირების საფასურის გადასატანად მძღოლებმა ბათუმის ავტოტრანსპორტს უნდა მიმართონ

08 ივნისი 2021, 11:44 1083 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ავტომანქანის ახალი სანომრე ნიშნის აღებისას, მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გადახდილი პარკირების საფასური რჩება ძველ სანომრე ნიშანზე.

მათივე განმარტებით, მძღოლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარადგინონ შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტში", რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადატანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: (0 422) 212 189.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი