საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს განმარტებით, საფრანგეთში 9 ივნისიდან, COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, მათ შორისაა მგზავრობასთან დაკავშირებული რეგულაციები.
მათივე თქმით, სანიტარული მაჩვენებლების შესაბამისად, ქვეყნების სამი კატეგორია განისაზღვა:
თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ აცრა, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის წარდგენა აღარ დაგჭირდებათ.
იმ შემთხვევაში, თუ აცრა არ გაქვთ გაკეთებული, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხი.
საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას, კი უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები.
თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა, დაგჭირდებათ მხოლოდ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია.
თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს.
თუ ვაქცინაცია არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა.
თუ საფრანგეთში მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან, მიუხედავად იმისა, გაკეთებული გაქვთ თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 7-დღიანი თვით-იზოლაცია.
თუ არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, ამ შემთხვევაში, ომპერატიულ მიზეზთან და ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად მოგიწევთ 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი.